დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე „მარსელთან“ დამარცხდა #1TVSPORT
დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე „მარსელთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ სტუმრად ერთ-ერთ ლიდერს, „მარსელს“ „სტად ველოდრომზე“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 1:5 დამარცხდა.

„მარსელმა“ გუირის დუბლით (27, 60), გრინვუდის (50 – პენალტი), მურილიოს (58) და რაბიოს (77) გოლებით დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა და მოგება ეჭვქვეშ არ დაუყენებია.

დავითაშვილის გადაცემის შემდეგ „სენტ-ეტიენის“ მცველს, ლეო პეტროს ახლოდან გატანა შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა. თავად ზურიკომ ორჯერ სცადა თავის გამოჩენა, თუმცა მისი დარტყმული ორივე შემთხვევაში მიზანს მცირე მანძილით ასცდა.

საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართული 22 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 18 ქულით მე-16 ადგილზეა და გავარდნის რეალური კანდიდატია.