დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ დამარცხდა - ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ ლიგა1-ში „რენს“ ესტუმრა და მარცხი განიცადა – 0:5. მატჩი გმირი არნო კალიმუენდო გახდა, რომელმაც ჰეთთრიკი შეასრულა.
საქართველოს ნაკრების თავადმსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენობაში იყო, 66 წუთი ითამაშა და თავი ვერ გამოიჩინა. თუმცა, დამარცხებული გუნდის ფონზე საკმაოდ მაღალი შეფასება, 6.0 ქულა მიიღო.
იტალიის სერია B-ში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ „ზუდტიროლს“ ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. ქართველი მცველი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და 7,0 შეფასება მიიღო. „კრემონეზე“ ამ მოგებით 24 ქულით მე-4 ადგილზეა.