დავითაშვილის მიერ მოპოვებული პენალტი კარდონამ ვერ გაიტანა - „სენტ-ეტიენი“ „ლანსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
დავითაშვილის მიერ მოპოვებული პენალტი კარდონამ ვერ გაიტანა - „სენტ-ეტიენი“ „ლანსთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში სტუმრად „ლანსს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა – 0:1.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, 68 წუთი ითამაშა და შანსი ჰქონდა, საგოლე მოქმედება ჩაეწერა – 45+5-ე წუთზე დავითაშვილმა პენალტი მოიპოვა, მაგრამ საჯარიმო ირვინ კარდონამ დაარტყა და მეკარემ მოიგერია.

ლანსი“ დიდ უპირატესობას ფლობდა და არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ შექმნილი შანსებიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა – 75-ე წუთზე გამარჯვების გოლი კოიალიპუმ გაიტანა.

28 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 23 ქულით ბოლოსწინა, მე-19 პოზიციაზეა და ლიგიდან გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე დგას.