დავითაშვილის კიდევ ერთი საგოლე გადაცემა საფრანგეთში - „ბორდომ“ სტუმრად მნიშვნელოვანი თამაში მოიგო #1TVSPORT
დავითაშვილის კიდევ ერთი საგოლე გადაცემა საფრანგეთში - „ბორდომ“ სტუმრად მნიშვნელოვანი თამაში მოიგო #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოში“ ზედიზედ მეორე შეხვედრაში საგოლე პასი შეასრულა – ჟირონდელებმა „კაენს“ სტუმრად 1:0 მოუგეს.

ლიგა 2-ის 31-ე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „ბორდო“ შეხვდა გუნდს, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ის პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს და მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა.

დავითაშვილს უკვე მე-12 წუთზე შეეძლო გუნდის დაწინაურება, როდესაც ალექსი პიტუმ მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა მეკარეს ვერ აჯობა, თუმცა რვა წუთში მისი საგოლე გადაცემით სტუმრები პედრო დიასმა დააწინაურა.

31 ტურის შემდეგ „ბორდოს“ 41 ქულა აქვს. მე-12 ადგილზეა და რეგულარული სეზონის დასრულებამდე შვიდი ტური ადრე პლეი ოფში მოხვედრის თეორიულ შანსს ინარჩუნებს.