დავითაშვილის „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე „ქევილ რუენი“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT
დავითაშვილის „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე „ქევილ რუენი“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT

„ბორდომ“, სადაც ზურიკო დავითაშვილი თამაშობს, საფრანგეთის ლიგა 2-ში ერთ-ერთ აუტსადერს, „ქევილ რუენს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 0:0.

28-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა. პირველი ტაიმი სწრაფ ტემპში წარიმართა, ბევრი საგოლე მომენტიც შეიქმნა, მაგრამ გუნდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

მეორე ტაიმი გაცილებით დაძაბული, მაგრამ ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი პოზიციას ხშირად იცვლიდა და შეტევების გამწვავებას ცდილობდა, ერთხელ კარშიც დაარტყა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა.

ამ მატჩის შემდეგ „ბორდომ“ 37 ქულა დააგროვა და საფრანგეთის ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციაზეა. თუმცა ლიგა 1-ში გადასასვლელი პლეი ოფის ზონას ხუთი ქულით ჩამორჩება.