დავითაშვილის „ბორდომ“ მტკივნეული მარცხი განიცადა #1TVSPORT
დავითაშვილის „ბორდომ“ მტკივნეული მარცხი განიცადა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“, რომელიც საფრანგეთის მთავარ დივიზიონში გადასვლისთვის იბრძვის, ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ნიორს“ შეხვდა და მტკივნეული მარცხი განიცადა 1:3.

ქართველის გუნდმა საფრანგეთის ლიგა 2-ის 23-ე ტურის მატჩი გასვლაზე ჩაატარა. დავითაშვილი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 68 წუთი ითამაშა. მასპინძლები 28-ე წუთზე ზემზემის გოლით დაწინაურდნენ. მართალია, ბაჯიმ სხვაობა ორ წუთში აღადგინა, მაგრამ პასიმ 45+3-ე წუთზე წინ ისევ „ნიორი“ გაიყვანა, 90+4-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში ოლაიტანმა დააფიქსირა.

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში „როდეზი“ შინ „ნიმს“ დაუზავდა 1:1. ამირან სანაია და ნიკა ქუთათელაძე მასპინძელთა განაცხადში არ იყვნენ.

23 ტურის შემდეგ „ბორდო“ 39 ქულით ლიგა 2-ში მესამე ადგილზეა, მას გადაასწრო „სოშომ“, რომელმაც ლიდერ „ჰავრთან“ საშინაო შეხვედრა 1:1 დაასრულა. „როდეზი“ კი 21 ქულით ბოლო პოზიციაზეა.