დავითაშვილი ტულას „არსენალში“ ჩაირიცხა #1TVSPORT
დავითაშვილი ტულას „არსენალში“ ჩაირიცხა #1TVSPORT

ტულის „არსენალმა“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ზურიკო დავითაშვილთან კონტრაქტი გააფორმა, – ინფორმაციას ტულას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

20 წლის ქართველი ნახევარმცველი „დინამოს თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. რუსეთის პრემიერ ლიგაში ზურიკომ გამოსვლა ყაზანის „რუბინში“ დაიწყო, სადაც სადებიუტო მატჩი 2019 წელს ჩაატარა. სულ „რუბინში“ 28-ჯერ ითამაშა და ორი გოლი გაიტანა. დავითაშვილმა გასული სეზონი იჯარით ვოლგოგრადის „როტორში” გაატარა. ნახევარმცველს აქვს საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილება (7მატჩი).

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ ლიგაში 2020/2021 წლების სეზონის ბოლოს ტულის „არსენალმა“ მე-14 ადგილი დაიკავა და ლიგიდან სწორედ დავითაშვილის „როტორი“ გააგდო.

ტულას „არსენალში“ 3 წელი თამაშობდა საქართველოს ნაკრების მცველი გია გრიგალავა, რომელიც სეზონის შემდეგ კლუბს დაემშვიდობა.