დავითაშვილი მოლაპარაკებებს „არსენალთან“ აწარმოებს - ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია #1TVSPORT
დავითაშვილი მოლაპარაკებებს „არსენალთან“ აწარმოებს - ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია #1TVSPORT

ყაზანის „რუბინის“ ყოფილი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი მოლაპარაკებებს ტულის „არსენალთან“ აწარმოებს, – საქართვე ინფორმაციას უკვე რუსული მედიაც ადასტურებს.

ტულას „არსენალი” შემტევი ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაფორმებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს და ზურიკო დავითაშვილთან ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია“, – იუწყება „რბ სპორტი“.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა რუსული კარიერა ყაზანის „რუბინიდან“ დაიწყო, სადაც 2019 წელს ჩაირიცხა და კლუბის ფორმით ჩატარებულ 28 მატჩში ორი გოლი გაიტანა. თუმცა, ლეონიდ სლუცკის დანიშვნის შემდეგ, დავითაშვილს გუნდის დატოვება მოუხდა და ქართველმა ნახევარმცველმა გასული სეზონი იჯარით ვოლგოგრადის „როტორში“ გაატარა და 20 მატჩი ითამაშა.

ახალი სეზონის დაწყებამდე დავითაშვილმა მზადება „რუბინთან“ ერთად დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ, კლუბთან შეთანხმებით, გასულ კვირას კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. „არსენალის” ინტერესზე ჯერ კიდევ ივნისში დაიწერა, მაგრამ მაშინ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურდა. თუმცა, როგორც ჩანს, მოლაპარაკება მაშინ დაწყებული იყო.

Transfermarkt– ის მონაცემებით, მისი ღირებულება 2.5 მილიონი ევროა. ბოლო სამი წელია, დავითაშვილს საქართველოს ნაკრებში სისტემატურად იწვევენ და „ჯვაროსნების“ ფორმით 7 მატჩი ჩაატარა.