დავითაშვილი ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
დავითაშვილი ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და სიმბოლურ გუნდში მოხვდა – ასეთია ორი ანალიტიკური პორტალის, whoscored-ისა და Sofascore-ის შეფასება.

„სენტ-ეტიენმა“ „ოსერი“ 3:1 დაამარცხა, 23 წლის ქართველმა ლეგიონერმა კი ჰეთთრიკი შეასრულა და პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც საფრანგეთის ჩემპიონატში ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა. მან ანალიტიკური ვებგვერდებისგან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა – დავითაშვილს Whoscored-მა უმაღლესი შეფასება, 10 ქულა დაუწერა, Sofascore-მა კი 9.4.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა 7 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.