დავითაშვილი დაშავდა, კვირკველია თადარიგშია, არაბიძე განაცხადშიც არ იყო #1TVSPORT
დავითაშვილი დაშავდა, კვირკველია თადარიგშია, არაბიძე განაცხადშიც არ იყო #1TVSPORT

რუსეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში ვოლგოგრადის „როტომა“ შინ „როსტოვი“ მიიღო და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:4.

ალექსანდრე ხაცკევიჩმა ძირითად შემადგენლობაში ქართველებიდან მხოლოდ ზურიკო დავითაშვილი დააყენა – ასევე ბათუმის „დინამოდან“ იჯარით დამატებული ჯოვინო ფლამარიონი. ვოლგოგრადელებში დავითაშვილი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. 25-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ბურთი მიიღო, ტექნიკურად მეტოქეს ფეხებს შუა გაუტარა  და მეკარისგან შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ გოლისგან „როსტოვი“ ვოლგორადელთა შემტევმა იხსნა, რომელიც ბურთს გადაეღობა.

28-ე წუთზე დავითაშვილი მარჯვენა ფეხის უკანა კუნთმა შეაწუხა და 2 წუთში შეცვალეს. სერიოზულია თუ არა ტრავმა, დრო გვაჩვენებს. დავითაშვილი საქართველოს ახალაგზრდულ ნაკრებში რამაზ სვანაძემ ბელარუსთან ამხანაგური შეხვედრისთვის გამოიძახა. მატჩი 29 მარტს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

საბა კვირკველია ისევ „როტორის“ სათადარიგო სკამზე იყო, ისევე როგორც ნიკა ყიფიანი – გიორგი არაბიძე განაცხადში არ მოხვდა.