დავითაშვილი დაფრინავს - გაზაევმა ქართველი სიმბოლურში შეიყვანა
დავითაშვილი დაფრინავს - გაზაევმა ქართველი სიმბოლურში შეიყვანა

ყაზანის „რუბინი“ რუსეთის პრემიერლიგის მე-4 ტურში მოსკოვის ცსკა-სთან 0:1 დამარცხდა. ამის მიუხედავად, გამოცემამ „ჩემპიონატი“ 18 წლსი ქართველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

გამოცემაში სიმბოლურ ნაკრებს ცნობილი მწვრთნელი, თბილისის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელი ვალერი გაზაევი ადგენს. 

„ზურიკო შეტევაში ძალიან აქტიური იყო. პირველ ტაიმში მთელი „რუბინიდან“ ყველაზე მეტი პრობლემა ცსკა-ს სწორედ მან შეუქმნა. მოსკოველებმა პირველი ყვითელი ბარათიც დავითაშვილთან ორთაბრძოლისას მიიღეს – ახმეტოვმა მეორე ტაიმის დასაწყისში წესი ქართველსი წინააღმდეგ დაარღვია“ – ასე ახსნა გაზაევმა ტურის ნაკრებში ქართველის დასახელება.