დავითაშვილი დაასვენეს - „ბორდო“ საფრანგეთის თასზე სამარცხვინო წაგებას გადაურჩა #1TVSPORT
დავითაშვილი დაასვენეს - „ბორდო“ საფრანგეთის თასზე სამარცხვინო წაგებას გადაურჩა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული გუნდის შეკრებიდან კლუბში დაბრუნებული ზურიკო დავითაშვილი დაასვენეს. ის არ იყო „ბორდოს“ განაცხადში, რომელიც საფრანგეთის თასის 1/64-ფინალში ნაციონალ 2-ის (საფრანგეთის რანგით მეოთხე ლიგის) „ტრელისაკს“ ესტუმრა და დაძაბულ დაპირისპირებაში მიზანს მხოლოდ ბოლო წამებზე მიაღწია – 3:2.

საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი ერთმატჩიან რაუნდში სენსაციურ წაგებასთან ახლოს იყო. „ბორდომ“ პირველ ტაიმში ორი გოლი გაუშვა და 2:0 წააგო.

ქართველის გუნდი დიდი ხანი მეტოქეს ვერაფერს უხერხებდა. ყველაფერი 62-ე წუთზე შეიცვალა, როდესაც სხვაობა ალიუ ბაჯიმ შეამცირა, ანგარიში კი ორ წუთში იოან ბარბეტმა გაათანაბრა. გადამწყვეტი გოლი 90+6-ე წუთზე გავიდა. შეტევაში ჩართულმა „ბორდოს“ მცველმა იოან ბარბეტმა დუბლი შეასრულა, „ტრელისაკის“ კარი მეორედ აიღო და გუნდი საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში გაიყვანა.