დავითაშვილი და კიარტანსონი სკოლის მოწსავლეებს შეხვდნენ
დავითაშვილი და კიარტანსონი სკოლის მოწსავლეებს შეხვდნენ

„რუბინის“ მოთამაშეები, საქართველოს ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილი და ისლანდიის ნაკრების წევრი ვიდარ კიარტანსონი ყაზანის 170-ე სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და გაკვეთილი ჩაატარეს.

ღონისძიება პროექტის „გაკვეთილი რუბინთან“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც სკოლის მოსწავლეების ყაზანური კლუბის ფეხბურთელებთან შეხვედრებსა და საუბრებს ითვალისწინებს. ფეხბურთელები ბავშვებს ურიგებენ ავტოგრაფებს და ფოტოსესიაში მათთან ერთად მონაწილეობენ, ბოლოს კი „რუბინის“ თამაშებზე მოსაწვევებსა და საჩუქრებს გადაცემენ. სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები აჩვენებენ თავიანთ სპორტულ შესაძლებლობებსა და შემოქმედებით უნარებს.

170-ე სკოლა ამ პროექტის პრიზიორი გახდა. არაფორმალურ ატმოსფეროში ფეხბურთელები ბავშვებს მათთვის საინტერესო არაერთ თემაზე ესაუბრნენ. ბავშვების განსაკუთრებული ინტერესი 18 ქართველმა ლეგიონერმა გამოიწვია, რომელმაც სკოლა წელს დაამთავრა და მათი უკეთ ესმის, ვიდრე 29 წლის ისლანდიელს.