დავით ზილფიმიანი - კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ რიგგარეშე არჩევნები პრაქტიკულად არ განიხილება, ამას ამბობს „ქართული ოცნება“, თვალი რეალობასაც უნდა გავუსწოროთ
დავით ზილფიმიანი - კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ რიგგარეშე არჩევნები პრაქტიკულად არ განიხილება, ამას ამბობს „ქართული ოცნება“, თვალი რეალობასაც უნდა გავუსწოროთ

კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ რიგგარეშე არჩევნები პრაქტიკულად არ განიხილება. ამას ამბობს „ქართული ოცნება“. თვალი რეალობასაც ხომ უნდა გავუსწოროთ, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, შესაძლოა, ევროპამ გადაწყვიტოს, რომ ნიკა მელიას გირაოს ფული გადაუხადოს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ, თუ ეს ასე მოხდება და რიგგარეშე არჩევნებზე ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს, მაგრამ რეალობის ჩარჩოს ხომ არ უნდა გავცდეთ? ზოგიერთმა ხუმრობად მიიღო, მაგრამ შესაძლოა, ყველას სახე რომ შეუნარჩუნდეს, ისეთი რაღაც მოხდეს, რომ ევროპამ გადაწყვიტოს, ნიკა მელიას გირაოს ფული გადაუხადოს. თუ სხვა უხდის და ამაზე რაღაც აგრესია არსებობს, შესაძლოა მეგობრისგან მიღებული დახმარება ნაკლებად იყოს აღქმული აგრესიულად“, – განაცხადა ზილფიმიანმა.