დავით ზილფიმიანი - იქ გავჩნდები, სადაც ჩემი მოქალაქეების სისხლი დაიღვრება ან შესაძლოა, დაიღვაროს
დავით ზილფიმიანი - იქ გავჩნდები, სადაც ჩემი მოქალაქეების სისხლი დაიღვრება ან შესაძლოა, დაიღვაროს

არ ვიცი, რა სისხლისღვრა უნდა იყოს, გამაგებინეთ? იქ გავჩნდები, სადაც ჩემი მოქალაქეების სისხლი დაიღვრება ან შესაძლოა, დაიღვაროს, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც მელია ამბობს, რომ გიორგი გახარიამ გადადგომით აღიარა, რომ პრაქტიკულად სისხლისღვრა იგეგმებოდა და ეს დასაფასებელია.

„იმიტომ არ დავუჭირეთ მხარი მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას, რომ ეს გაუგებარი სიტუაცია არ შექმნილიყო. იმდენად უსუსური მიზეზით ხდება დევნა იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მომხდარიყო მოსამართლეებს რომ ემოსამართლევათ წელიწადი და 8 თვე. ეთქვათ, ნიკა მელია მართალი ან მტყუანიაო, ეს სასამართლომ არ გააკეთა. არ ვიცი, რა სისხლისღვრა უნდა იყოს, გამაგებინეთ? იქ გავჩნდები, სადაც ჩემი მოქალაქეების სისხლი დაიღვრება ან შესაძლოა, დაიღვაროს“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.