დავით ზილფიმიანი - იმდენად მიუახლოვდა საქართველო სანუკვარ მიზანს, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ, ახლა დაემთხვა გარე და შიდა მტრების ინტერესები ერთმანეთს
დავით ზილფიმიანი - იმდენად მიუახლოვდა საქართველო სანუკვარ მიზანს, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ, ახლა დაემთხვა გარე და შიდა მტრების ინტერესები ერთმანეთს

იმდენად მიუახლოვდა საქართველო სანუკვარ მიზანს, რასაც ევროატლანტიკური გაერთიანება ჰქვია, ერთი ხელის შეხებაა დარჩენილი, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ, ახლა დაემთხვა გარე და შიდა მტრების ინტერესები ერთმანეთს, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, „ხშირად, ბევრი ადამიანი რეალური მტრების ხელში ბრმა იარაღი ხდება“.

„არაფერს ვაკადრებ განახლებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მით უმეტეს, ბევრ პატარა პარტიას. გარეთ დარჩენილ პარტიას სწამს იმის, რაც ხდება, მაგრამ ძველი გვარდიაა, რომელიც კვლავ იბრძვის ქვეყანაში ხელისუფლებაში მოსვლისთვის და მათი დამოკიდებულებაა ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა თუ ფულთან და ხელისუფლებასთან ახლოს არ იქნებიან. ხომ ვიცით, ვისზეც ვლაპარაკობთ? ეს ინტერესები ემთხვევა გარე ქვეყნის ინტერესებს, იმ ქვეყნისას, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდათ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს თანხვედრა გამოიწვევდა და გამოიწვია ის დესტაბილიზაცია, საიდანაც გამოსავალი ამ ეტაპზე არ ჩანს. გული მწყდება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი ამას შეგნებულად აკეთებს. ხშირად, ბევრი ადამიანი რეალური მტრების ხელში ბრმა იარაღი ხდება. ყველაფერი აქედან გამომდინარეობს. შიდა მტრებში ვგულისხმობ იმ რევანშისტურ ძალას, რომელიც არის კონგლომერატი „ნაციონალური მოძრაობის“. არაფერს ვამბობ განახლებულ „ნაცმოძრაობაზე“. ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის წინააღმდეგი ვიყავი, ის ჩვენს ქვეყანას გაცილებით უფრო გამოადგება პარლამენტში, ვიდრე ციხეში. ციხის იერიც ვიცით, როგორი ფორმაა. თითქოს, ღია კარის ციხეში იმყოფება. ვინმემ პირობაც რომ დადოს, მე გადავიხდიო, უცხოელი პარტნიორებისთვის იმის აღქმა, ვითომ მელია რაღაც ფორმით ჩასვეს ციხეში, ეს არის მისი პროტესტოს ფორმა და გამოხატულება, თორემ, რეალურად, ციხის კარი ღიაა“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

კითხვაზე, ვის გულისხმობს კონგლომერატში, ზილფიმიანი აცხადებს, რომ მასში სააკაშვილს გულისხმობს.

„სააკაშვილი, ადეიშვილი, აქაური დესანტია გიგი უგულავა და ა.შ. ყველას ნუ ჩამომათვლევინებთ. მათ საერთოდ არ აინტერესებთ, ფულისა და ხელისუფლების გარდა, სხვა არაფერი“, – განაცხადა ზილფიმიანმა.