დავით ზილფიმიანი - გიგი უგულავამ 48 მილიონი მოიპარა, კახიშვილის გარემონტებულ ციხეში 14 თვე აკმარეთ და მორჩა? ნებისმიერ მოქალაქეს ჰკითხეთ, რამდენი დაჯდება 14 თვით 48 მილიონად
დავით ზილფიმიანი - გიგი უგულავამ 48 მილიონი მოიპარა, კახიშვილის გარემონტებულ ციხეში 14 თვე აკმარეთ და მორჩა? ნებისმიერ მოქალაქეს ჰკითხეთ, რამდენი დაჯდება 14 თვით 48 მილიონად

მე რომ ვმართავდე პროცესებს უკრაინაში, ვუხსენებდე დედებს, შვილებს და ცოლებს იმათ პოლიციას, მაინტერესებს, იმათი საგარეო საქმეთა სამინისტრო რას იზამდა, ნოტებით არ გაგვავსებდა?, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ უნდა ერიდებოდეს მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებთან დაკავშირებით უკრაინაში საპროტესტო ნოტას გაგზავნას.

„ხალხმა 9 წლის წინ უარი უთხრა, კარი გააღო და გაისტუმრა ხელისუფლება, გავისტუმრე კარიდან, შემოდიან ფანჯრიდან. მე რომ ვხელმძღვანელობდე პროცედურებს და ოპერაციებს, რასაც ხელმძღვანელობენ ახლა უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში, აფინანსებენ და პროცესებს მართავენ, მე რომ ვმართავდე პროცესებს უკრაინაში, ვუხსენებდე დედებს, შვილებს და ცოლებს იმათ პოლიციას, მაინტერესებს, იმათი საგარეო საქმეთა სამინისტრო რას იზამდა, ნოტებით არ გაგვავსებდა? ყველა გამოსვლაზე არ მივიღებდით ნოტებს? გავიგე, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა, პარტნიორია, მაგრამ არ არის ჩემი ქვეყნის მოქალაქე და რა გავაკეთოთ? არ გვინდა მორიდება, რამდენი ტელევიზორში დაჯდება, იმდენი ნოტა გავაგზავნოთ, თუარადა, ნამდვილი სტრატეგიული მოკავშირე ისე მოიქცევა, როგორც აშშ იქცევა. პირდაპირ გეუბნება, ვისაუბროთ, შედით პარლამენტში, დაჯექით. რომ იბრალებენ პროდასვლურობას, რატომ არ უსმენენ თავის ყველაზე მთავარ პარტნიორს და მოკავშირეს?“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

მისივე თქმით, „აქაური ლუციფერები, სააკაშვილის გაგრძელებები კაკადუსავით იმეორებენ იგივე სიტყვებს, აშანტაჟებენ პოლიციას“.

„იგივე ნარატივებია, მაინტერესებს, რა გავაკეთეთ, რომ ეს არ მოხდეს? აგერ, წარმატებული მერი, რომელიც კურდღელივით გაიქცა, როცა მივედი დარბევის დროს, ვეუბნები, შენ ქალაქში არბევენ-მეთქი ტელვიზიას, დაიმალა, გაიქცა, 48 მილიონი მოიპარა და ბატონი კახიშვილის გარემონტებულ ციხეში 14 თვე აკმარეთ და მორჩა? ნებისმიერ მოქალაქეს ჰკითხეთ, რამდენი დაჯდება 14 თვით 48 მილიონად საქართველოში, ხელში სანთელი უნდა ეჭიროს და „ოცნების“ ოფისს დღეში სამჯერ წრეს არტყამდეს ეკლესიასავით“, – აღნიშნა დავით ზილფიმიანმა.