დავით ზალკალიანს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე 21 ივნისს დახურულ ფორმატში მოუსმენენ

14:03, 17.06.2021

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრს კომიტეტის დახურულ სხდომაზე 21 ივნისს მოუსმენენ.

ზალკალიანის პარლამენტში მოსმენა ფრაქცია „ლელომ“ მოითხოვა.

„ორშაბათს, 21ივნისს 16:00 საათზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა დახურულ ფორმატში გაიმართება. როგორც იცით, ფრაქცია „ლელომ“ მოითხოვა მინისტრის მოსვლა. შესაბამისად, რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში, მინისტრი გვესტუმრება. მოვისმენთ მინისტრის მოხსენებას მეზობელ ქვეყნებში – სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში – ვიზიტების შესახებ, ასევე ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით“, – განაცხადა სამხარაძემ.

მსგავსი