დავით ზალკალიანმა საკონსულოს ხელმძღვანელებთან უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებისა და ადგილზე დახმარების საკითხები განიხილა
დავით ზალკალიანმა საკონსულოს ხელმძღვანელებთან უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებისა და ადგილზე დახმარების საკითხები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ვიდეოკონფერენცია გამართა ევროპის იმ ქვეყნებში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, სადაც საქართველოს მოქალაქეების კონცენტრაცია და ასევე კორონავირუსის (COVID -19) ზრდის დინამიკა მაღალია.

ვიდეოკონფერენციის ფარგლებში საუბარი შეეხო უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს დავალებით წარმატებით მიმდინარეობს და ასევე ჩვენი თანამემამულეების ადგილზე დახმარების საკითხს. განხილული იქნა ამისთვის უკვე არსებული და დამატებითი მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ეფექტურ დახმარებას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, აღინიშნა, რომ მთავრობა მუშაობს ევროპის და მსოფლიოს სხვა დედაქალაქების მიმართულებით ავიარეისების განხორციელების შესაძლებლობაზე.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კონსულებს პანდემიის გავრცელების ფონზე გაწეული მუშაობისთვის.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების მდგომარეობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მთავრობის აქტიური მუშაობით პანდემიის გავრცელების ფონზე, ამ დრომდე სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 4000 მოქალაქე, ხოლო მსოფლოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.

დატოვე კომენტარი