დავით ზალკალიანმა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის მოლდოველ კოლეგასთან, ნიკუ პოპესკუსთან. აღნიშნულის შესახებ დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.
„მქონდა სატელეფონო საუბარი ჩემს მოლდოველ კოლეგასთან, ნიკუ პოპესკუსთან. სიღრმისეულად განვიხილეთ, როგორც რეგიონში შექმნილი რთული ვითარება, ისე უკრაინაში მიმდინარე ომი. შევთანხმდით, რომ ვიმოქმედებთ კოორდინირებულად ჩვენი ქვეყნების ევროპული მისწრაფებების უზრუნველსაყოფად“, – წერს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი „ტვიტერში“.