დავით ზალკალიანის ბრძანებით, რომელიც დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში მივლინების ანაზღაურების წესს ადგენს, დოლარის საპროგნოზო კურსი სამი ლარის ნიშნულზე განისაზღვრა
დავით ზალკალიანის ბრძანებით, რომელიც დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში მივლინების ანაზღაურების წესს ადგენს, დოლარის საპროგნოზო კურსი სამი ლარის ნიშნულზე განისაზღვრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დოლარის საპროგნოზო კურსი სამი ლარის, ევროს – 3.3 ლარის ნიშნულზე განსაზღვრა.

შესაბამისი ცვლილება მინისტრის ბრძანებაში შევიდა, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესს ადგენს.

„საპროგნოზო სავალუტო კურსად განისაზღვროს ერთი აშშ დოლარი – 3.00 ლარი და ერთი ევრო – 3.30 ლარი“, – წერია მინისტრის ბრძანებაში.

წინა ბრძანებაში დოლარის კურსი 2.5 ლარის, ევროსი კი 2.9 ლარის ნიშნულზე იყო განსაზღვრული.