დავით ზალკალიანი -კლიმატის ცვლილება, როგორც მსოფლიოსთვის, საქართველოსთვისაც აქტუალურია, პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლაში საქართველოს მხრიდან დანახულ ამ პრობლემებზე ისაუბრებს
დავით ზალკალიანი -კლიმატის ცვლილება, როგორც მსოფლიოსთვის, საქართველოსთვისაც აქტუალურია, პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლაში საქართველოს მხრიდან დანახულ ამ პრობლემებზე ისაუბრებს

საქართველო არის მსოფლიოს ნაწილი და ის პრობლემები, რომელიც საერთოა, ეხება საქართველოსაც. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევა, როგორც მთლიანად მსოფლიოსთვის, საქართველოსთვისაც აქტუალურია და პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლაში სწორედ საქართველოს მხრიდან დანახულ ამ პრობლემებზე ისაუბრებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ გამოსვლაში ისაუბრებს, რა საფრთხეს უქმნის კავკასიას დათბობა, ტემპერატურის ცვლილება და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ მოხდეს პრევენცია და უფრო ეფექტური იყოს მსოფლიო თანამეგობრობის ბრძოლა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ასევე ნაწილი გაერო-ს 2030 პროგრამის, რომელშიც ჩვენ ჩვენი ეროვნული მიზნები და ამოცანები გვაქვს და ეს ეროვნული მიზნები და ამოცანები არის თავსებადობაში მოყვანილი გაერო-ს 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამასთან. ვფიქრობ, რომ პრემიერი თავის გამოსვლაში სწორედ ამ კუთხით ისაუბრებს და ჩვენი მხრიდან დანახული პერსპექტივით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას მსოფლიომ ამ გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა ზალკალიანმა.