დავით ზალკალიანი - ყველა უწყება მაქსიმალურს გააკეთებს, რომ ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებამ საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში წამოიწიოს
დავით ზალკალიანი - ყველა უწყება მაქსიმალურს გააკეთებს, რომ ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებამ საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში წამოიწიოს

ყველა უწყება მაქსიმალურს გააკეთებს, რომ ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებამ საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში წამოიწიოს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის 12 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა პროვოკაციული ქმედებაა.

„ყველა უწყება, რომელიც ჩართულია ამ პროცესში თავისი მიმართუოებით, მაქსიმალურს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და ყველა ფორუმის მაქსიმალურად გამოყენება, რომ ეს უკანონო დაკავება იყოს წამოწეული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებს შორის. რა თქმა უნდა, ეს არის ცალსახად პროვოკაციული ქმედება“, – განაცხადა ზალკალიანმა.