დავით ზალკალიანი - ყველა ბერკეტი მაქსიმალურად არის ამოქმედებული, რათა გახელაძის გათავისუფლება რაც შეიძლება მალე მოხერხდეს
დავით ზალკალიანი - ყველა ბერკეტი მაქსიმალურად არის ამოქმედებული, რათა გახელაძის გათავისუფლება რაც შეიძლება მალე მოხერხდეს

უკანონო დაკავებები, მოქალაქეების უკანონო პატიმრობაში ყოფნა ყოვლად მიუღებელია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი არის ზეწოლა, ზეწოლა ყველა დონეზე რუსეთის ფედერაციაზე, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, უკვე გადაიდგა ნაბიჯი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებაზე.

„ამ მიმართულებით ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი ერთი მოქალაქის გათავისუფლების, რაც არის შედეგი ამ კონსოლიდაციის, თანამეგობრობის, ჩვენი შესაბამისი სამსახურების ეფექტური საქმიანობის, ასე იქნება დანარჩენებთან დაკავშირებითაც. ყოველი ჩვენი დღე იწყება და მთავრდება გახელაძის თემით, თითოეული ჩვენი უწყებისა და სტრუქტურის მთავარ პრიორიტეტშია ეს საკითხი, არა მხოლოდ თბილისში, არამედ მსოფლიოს დედაქალაქებში. რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ. ეს საზოგადოებისთვის ცნობილია, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გვაქვს სხვა ხერხები და არხები, რაც შეიძლება სწრაფად დადგეს შედეგი ჩვენი მოქალაქის გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მერწმუნეთ, ყველა ზომას, ხერხს მივმართავთ, ყველა ბერკეტი არის მაქსიმალურად ამოქმედებული, რათა მისი გათავისუფლება რაც შეიძლება მალე მოხერხდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.