დავით ზალკალიანი - უპრეცედენტოა თანამშრომლობა, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს აქვს როგორც ევროკავშირთან, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან
დავით ზალკალიანი - უპრეცედენტოა თანამშრომლობა, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს აქვს როგორც ევროკავშირთან, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან

უპრეცედენტო და უაღრესად ეფექტურია ის თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს აქვს როგორც ევროკავშირთან, ისე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ნაბიჯები და ქმედებები უაღრესად მაღალ, პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს და სწორედ მათ მიერ გამოყოფილი დახმარებები არის გაგრძელება თანამშრომლობის.

„პანდემიის პირველივე დღიდან ვგრძნობდით მხარდაჭერას, როგორც ევროკავშირის, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, რასაც ჩვენი მოქალაქეები უკვე გრძნობენ. მადლიერი ვარ ამ ორგანიზაციების. ასევე მინდა, ჩემი მადლიერება გამოხატო ინდივიდუალურად იმ ქვეყნების მიმართ, ვინც გაიღეს დონაცია და დახმარება. ამაში ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად ვიყავით ჩართული და ვართ კიდეც, იგივე ჩინეთიდან წამოღებული ვაქცინების კუთხით, იგივე „ასტრაზენეკას“ ბოლო ვაქცინაციაზე, როდესაც დეფიციტი შეიქმნა. მქონდა პირდაპირი კომუნიკაცია ჩემ ავსტრიელ კოლეგასთან და მან ეს დახმარება მყისიერად აღმოგვიჩინა. გუშინ მქონდა საუბარი ჩემ ლატვიელ კოლეგასთან, რომელიც ასევე 50 000 დამატებით ვაქცინას მოგვაწვდის დახმარების სახით. ეს მხარდაჭერა ასევე არა მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან იქნება, არამედ არის და იქნება ინდივიდუალურად ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს დამატებითი ინვენტარი გადასცეს.