დავით ზალკალიანი დმიტრო რაზუმკოვს შეხვდა
დავით ზალკალიანი დმიტრო რაზუმკოვს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს დმიტრო რაზუმკოვს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და უკრაინის მეგობრობაა, სტრატეგიულ პარტნიორობას და კმაყოფილება გამოთქვეს ორი ქვეყნის საპარლამენტო განზომილებაში აქტიური, მჭიდრო თანამშრომლობის გამო, რომელიც შეესაბამება ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას.

მათიე ცნობით, განსაკუთრებით ხაზი გაესვა პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოსა და უკრაინის საერთო მიზნების – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისაღწევად, ასევე საერთო გამოწვევების დაძლევას.

„შეხვედრაზე მიესალმნენ კიევში „ასოცირებული ტრიოს“ მიერ გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც ლოგიკური გაგრძელებაა ევროინტეგრაციის საკითხებზე სამი ქვეყნის აქტიური თანამშრომლობისა საპარლამენტო განზომილებაში. ამ მხრივ მხარეები მიესალმნენ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნებას, რომლის პირველ სხდომასაც საქართველომ უმასპინძლა 2018 წელს. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს საერთაშორისო საპარალამენტო ფორმატებში არსებულ აქტიურ თანამშრომლობას.

რადას თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის უკრაინის საზღვრებთან და ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო დროს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.