დავით ზალკალიანი - ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია, პოლიტიკური პარტიები უნდა მივიდნენ დასკვნამდე, რომ პროცესი გამოვიდეს ჩიხური მდგომარეობიდან
დავით ზალკალიანი - ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია, პოლიტიკური პარტიები უნდა მივიდნენ დასკვნამდე, რომ პროცესი გამოვიდეს ჩიხური მდგომარეობიდან

ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია, პოლიტიკური პარტიები უნდა მივიდნენ დასკვნამდე, რომ პროცესი გამოვიდეს ჩიხური მდგომარეობიდან, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

„ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც საქართველოს ყველაზე ძლიერ მხარდამჭერს და ერთგულ მეგობარს, აქვს სურვილი, რომ პროცესი რაც შეიძლება, სწრაფად დასრულდეს. ამისი პოლიტიკური ნება არსებობს საქართველოს ხელისუფლებაშიც და აუცილებელია, რომ მოიძებნოს გამოსავალი, სწრაფი გამოსავალი.

არ შეიძლება, ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდეს, გამომდინარე იმ საფრთხეებიდან და გამოწვევებიდან, რომელიც დღეს ჩვენს წინაშეა. ამაზე ვთანხმდებით და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებლობა სიტუაციის დასტაბილურებისა და შესაბამისი შეთანხმების მოძებნის ძირითად პოლიტიკურ პარტიებს შორის.

ულტიმატუმებით საუბარი წარმოუდგენელია, მიუღებელია. არ შეიძლება, რომ გარკვეული რადიკალური ჯგუფების მხრიდან მთლიანი პროცესი იყო აყვანილი მძევლად; ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ჩართული არიან და ვინც რაციონალურად უდგება, აცნობიერებს დღეს არსებული გეოპოლიტიკური სურათის სიმწვავეს, ალბათ უნდა მივიდნენ ამ დასკვნამდე. ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ეს მოხდება, რათა პროცესი გამოვიდეს ამ ჩიხური მდგომარეობიდან, რაც არის ხელოვნურად შექმნილი გარკვეული რადიკალური ჯგუფების მხრიდან და მოვახდინოთ შეთანხმება, რადგანაც, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება შიდა კონსოლიდაცია გარკვეული საფრთხეების გასამკლავებლად“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი