დავით ზალკალიანი უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისთვის დანიშნული რეისის გამო თურქეთს მადლობას უხდის
დავით ზალკალიანი უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისთვის დანიშნული რეისის გამო თურქეთს მადლობას უხდის

მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთს უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისთვის დანიშნული რეისისთვის. მხარდაჭერის ასეთი გამოხატვა კიდევ ერთხელ ადასტურებს მჭიდრო პარტნიორობასა და სოლიდარობას ორ ქვეყანას შორის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თვითერის პირად გვერდზე წერს.

დავით ზალკალიანი იგივე თემასთან დაკავშირებით სოციალური ქსელის დახმარებით ჩინეთსაც მიმართავს და კორონავირუსთან ბრძოლაში ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებს.

კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქებასთან დაკავშირებით, გვსურს ჩინეთმა იცოდეს, რომ საქართველო მის გვერდზე დგას და გააგრძელებს მასთან თანამშრომლობას, რათა შეჩერდეს სასიკვდილო ვირუსის გავრცელება. ეს არის მხარდაჭერისა და სოლიდარობის დრო“, – წერს ზალკალიანი.