დავით ზალკალიანი სომხეთის მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრ არა აივაზიანს შეხვდა
დავით ზალკალიანი სომხეთის მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრ არა აივაზიანს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, სომხეთის მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრ არა აივაზიანს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და გამოთქვეს სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი ეკონომიკის მიმართულებით ურთიერთობების მეტად დინამიურად განვითარების სურვილი.

ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებს, ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტების განვითარების მნიშვნელობას.

მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ისაუბრეს უსაფრთხოების საკითხებზე და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ყველა არსებული პრობლემის დიალოგის და მოლაპარაკებების გზით მოგვარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის, სამხრეთ კავკასიაში თავის პარტნიორებს შესთავაზოს თბილისი, როგორც დიალოგის პლატფორმა.