დავით ზალკალიანი - შეთანხმება უნდა შედგეს, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მოგვიწოდებენ, არ გვაქვს ფუფუნება, რომ ქვეყანა იყოს ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისში
დავით ზალკალიანი - შეთანხმება უნდა შედგეს, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მოგვიწოდებენ, არ გვაქვს ფუფუნება, რომ ქვეყანა იყოს ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს და შეთანხმება უნდა შედგეს.

მისი თქმით, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები აუცილებლად უნდა დასრულდეს.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები მოგვიწოდებენ, რომ ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, იყოს „ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისში“.

„უნდა მოხდეს შეთანხმება, რადგან როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მოგვიწოდებენ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ქვეყანა შესული იყოს ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისში. ჩვენ აუცილებლად უნდა დავასრულოთ ის გამოწვევები, რომელიც ქვეყნის წინაშეა. ეს ვერ იქნება დაძლეული შიდა კონსოლიდაციისა და პრობლემების ქუჩიდან პარლამენტში გადატანის გარეშე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი