დავით ზალკალიანი – საქართველოსა და აშშ-ს შორის სამაგალითო თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით მომდევნო წლებში გაძლიერდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის „ტვიტერზე“ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„საქართველოსა და აშშ-ს შორის სამაგალითო თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით მომდევნო წლებში გაძლიერდება. ღრმად ვაფასებთ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისადმი, ჩვენი გამძლეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, – წერს ზალკალიანი.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან გამართულ სატელეფონო საუბარს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აშშ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად.
Exemplary defense and security cooperation between US and Georgia will strengthen in the years ahead. Deeply appreciate unwavering US support to Georgia’s defense capabilities, our resilience & Euro-Atlantic integration.@SecDef @ModGovGe https://t.co/c7oAWmTEfV
— David Zalkaliani (@DZalkaliani) March 4, 2021