დავით ზალკალიანი – საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, რასაც მრავალეროვნულ ოპერაციებში მონაწილეობის გზით ვაკეთებთ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, მოხარულია, რომ რომში, „დაეშის წინააღმდეგ მებრძოლი ანტიტერორისტული გლობალური კოალიციის“ მინისტერიალში მონაწილეობს.
მისივე თქმით, საქართველოს, როგორც კოალიციის აქტიურ წევრს, დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში.
„მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ რომში, „დაეშის წინააღმდეგ მებრძოლი ანტიტერორისტული გლობალური კოალიციის“ მინისტერიალში. საქართველოს, როგორც კოალიციის აქტიურ წევრს, დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, რასაც მრავალეროვნულ ოპერაციებში მონაწილეობის გზით ვაკეთებთ“, – წერს ზალკალიანი „ტვიტერის“ გვერდზე.
Delighted 2 be in Rome,🇮🇹 participating in t/Ministerial Meeting of T/Global Coalition @coalition Against #Daesh.
🇬🇪, as an active member of t/Coalition,
hugely contributes2 t/maintenance of int’l peace& security by participating in multinational operations!#OneMissionManyNations pic.twitter.com/F147vyUN3L— David Zalkaliani (@DZalkaliani) June 28, 2021