დავით ზალკალიანი – საქართველო სოლიდარულია და მხარს უჭერს ინდოეთს, მის უთანასწორო ბრძოლაში კორონავირუსის პანდემიასთან

23:53, 25.04.2021

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოლიდარობას უცხადებს ინდოეთს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველო სოლიდარულია და მხარს უჭერს ინდოეთს, მის უთანასწორო ბრძოლაში „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან. მინდა, გამოვხატო ჩემი სიმპათია ინდოელი ხალხისა და მთავრობის მიმართ“, – წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერზე“.

მსგავსი