დავით ზალკალიანი - საქართველო გლოვობს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაღუპული ოთხი მოქალაქის გამო, რაც რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციით გამოწვეული შედეგების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია
დავით ზალკალიანი - საქართველო გლოვობს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაღუპული ოთხი მოქალაქის გამო, რაც რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციით გამოწვეული შედეგების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია

2021 წლის 7 აპრილს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები, ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

აღნიშნულს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.

„ეროვნული დროშა დაშვებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობებზე, ვინაიდან დღეს საქართველო გლოვობს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს ოთხი მოქალაქის გამო, რაც რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციისა და ადამიანის უფლებების შელახვით გამოწვეული, დამანგრეველი შედეგების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. ვიზიარებთ გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას“, – წერს ზალკალიანი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.