დავით ზალკალიანი - სამხედრო ესკალაცია ძირს უთხრის მშვიდობიანი დარეგულირების ძალისხმევას და ანგრევს პროგრესს ამ პროცესში
დავით ზალკალიანი - სამხედრო ესკალაცია ძირს უთხრის მშვიდობიანი დარეგულირების ძალისხმევას და ანგრევს პროგრესს ამ პროცესში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დონბასში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ სამხედრო ესკალაცია ძირს უთხრის მშვიდობიანი დარეგულირების ძალისხმევას.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა „ტვიტერში“ დაწერა.

„ღრმად ვართ შეშფოთებული ზოლოტოესთან რუსეთის მხარდაჭერით განხორციელებული თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობით. სამხედრო ესკალაცია ძირს უთხრის მშვიდობიანი დარეგულირების ძალისხმევას და ანგრევს პროგრესს ამ პროცესში“, – წერს ზალკანიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით პრორუსმა მებრძოლებმა სოფელ ზოლოტოეს მახლობლად ძალთა ე.წ. დაშორიშორების ხაზის გადაკვეთა სცადეს და უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან საარტილერიო ცეცხლის გახსნისა და შეტევის მცდელობის დროს ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ხუთი დაშავდა.