დავით ზალკალიანი - საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობის გარეშე გამოწვევებთან გამკლავება ძალიან გაგვიჭირდება, აუცილებელია, მათი კეთილი რჩევების გათვალისწინება 
დავით ზალკალიანი - საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობის გარეშე გამოწვევებთან გამკლავება ძალიან გაგვიჭირდება, აუცილებელია, მათი კეთილი რჩევების გათვალისწინება 

ჩვენთვის საერთაშორისო თანამეგობრობის გამოხმაურება მნიშვნელოვანია და საერთაშორისო კონსოლიდაციის გარეშე, მათი მონაწილეობის გარეშე, ჩვენ იმ გამოწვევებთან გამკლავება ძალიან გაგვიჭირდება, რა გამოწვევების წინაშეც დგას ქვეყანა. ამიტომ, აუცილებელია, მათი კეთილი რჩევების გათვალისწინება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქ,მეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, არავინ უარყოფს, რომ დიალოგი აუცილებელია და დიალოგზე მზაობა ხელისუფლებას არაერთხელ გამოუცხადებია.

„ისინი ჩვენი მეგობრები არიან. მე მუდმივად ვიმყოფები მათთან მუდმივი კომუნიკაციისა და კონსულტაციის რეჟიმში. რა თქმა უნდა, არავინ არ უარყოფს, რომ დიალოგი აუცილებელია და დიალოგზე მზაობა ხელისუფლებას არაერთხელ გამოუცხადებია და ეს აშკარაა. ძალიან კარგად იცით, რომ კონკრეტული ნაბიჯებიც კი გადადგა ამ თვალსაზრისით, როდესაც პარლამენტში დაფუძნდა შესაბამისი კომისია, რომელმაც უნდა განიხილოს საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები, ასევე საგამოძიებო კომისია და ის წინადადება, რომ თუ კი ერთ პროცენტზე ნაკლებიც იქნება, რომ მზად არის, განიხილოს ადრეული არჩევნები, ესეც მოლაპარაკების მაგიდაზეა. დიალოგი ორმხრივი პროცესია. დიალოგს არ შეიძლება, მეორე მხრიდან დესტრუქცია მოჰყვეს. ამიტომ, აქ ძალიან ბევრი რამე დევს, სასწორზე ჩვენი ქვეყანაა – ყველამ ჩვენი ამბიციები და პოლიტიკური ინტერესები გვერდზე უნდა გადავდოთ. საფრთხეებია ოკუპაცია, ის გამოწვევები, რომელიც რეგიონშია, ახალი გეოპოლიტიკა ყალიბდება. არ უნდა ჩამოვრჩეთ ამ პროცესებს. მატარებელი თუ წავიდა, უკვე ვერაფერზე ვიქნებით მზად. ამიტომ, აუცილებელია, ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. ჩვენ პარტნიორებთან კონსულტაციებსა და კომუნიკაციას მომავალშიც გავაგრძელებთ. მესმის, რომ არის საკითხის სამართლებრივი მხარე. არავინ დაობს ამ სამართლებრივ მხარეზე და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციასა და როლზე. არის ასევე აღქმები, პოლიტიკური ნაწილი. აუცილებელია, მოიძებნოს ორმხრივად მისაღები ბალანსი“, – განაცხადა ზალკალიანმა.