დავით ზალკალიანი - სააკაშვილის უფლებები სრულად იქნება დაცული, ისევე როგორც ეს ხდება დღეს
დავით ზალკალიანი - სააკაშვილის უფლებები სრულად იქნება დაცული, ისევე როგორც ეს ხდება დღეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები კანონმდებლობით სრულად იქნება დაცული.

მისივე თქმით, სააკაშვილის უფლებები დაცულია დღესაც, როდესაც მას მიეცა შესაძლებლობა, პირადად დაესწროს სასამართლო პროცესს.

„მისი უფლებები საქართველოს კანონმდებლობით სრულად იქნება დაცული, ისევე როგორც ეს ხდება დღეს და მას სასამართლოში აქვს საშუალება, წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ესწრება თავად ბრალდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

დღევანდელი სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეს ეხება. 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.