დავით ზალკალიანი - პრემიერ-მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება, ასევე იქნება შესაძლებლობა, მოკავშირე ქვეყნებს გააცნოს ინტეგრაციის მიმართულებით არსებული პროგრესი
პრემიერ-მინისტრი შეხვდება ნატო-ს გენერალურ მდივანს და გარდა ამისა, იქნება შესაძლებლობა, რომ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ნატო-ს მოკავშირე წევრ ქვეყნებს გააცნოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით არსებული პროგრესი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ნატო-ში გამართული შეხვედრები გამოყენებული იქნება ნატო-ს მომავალი სამიტისთვის.
„ბუნებრივია, ნატო-ში შეხვედრები გამოყენებული იქნება მაღლი დონის შეხვედრებისთვის, მათ შორის ნატო-ს მომავალი წლის სამიტისთის. კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდება ის პროგრესი, რომელიც საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, აქვს ნატო-ში ინტეგრაციისა და 2030-ის სტრატეგიის თვალსაზრისით,“ – განაცხადა ზალკალიანი.