დავით ზალკალიანი - პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება ჩვენს როლზე რეგიონში, რაც თვალსაჩინო და ძალიან ხელშესახებია ბოლო პერიოდში
დავით ზალკალიანი - პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება ჩვენს როლზე რეგიონში, რაც თვალსაჩინო და ძალიან ხელშესახებია ბოლო პერიოდში

პრემიერ-მინისტრს გამოსვლაში ექნება მნიშვნელოვანი გზავნილები იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც შექმნილია რეგიონში უსაფრთხოების კუთხით, ასევე პანდემიასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის მეთაური გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს იმ გამოწვევებზეც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაციიდან მომდინარეობს.

„ბუნებრივია, ჩვენ მადლიერი ვართ იმ სოლიდარობის, რომელიც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა გამოიჩინეს ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაგრამ მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთობლივად დავძლიოთ უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც მომდინარეობს იგივე ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება ამ თვალსაზრისით. ასევე, მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება ჩვენს როლზე რეგიონში, რაც თვალსაჩინოა და ძალიან ხელშესახებია ბოლო პერიოდში. ჩვენ გვსურს, სამხრეთ კავკასია გახდეს მშვიდობისა და სტაბილურობის რეგიონი. სწორედ ამ თვალსაზრისით ჩვენს როლზე, სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრების თვალსაზრისით მედიაციის როლზე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი აქცენტები გვექნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს 24 სექტემბერს მიმართავს.