დავით ზალკალიანი - პრემიერ-მინისტრი გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლაში ძირითად აქცენტებს გაამახვილებს რეგიონული უსაფრთხოების თემატიკაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა
დავით ზალკალიანი - პრემიერ-მინისტრი გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლაში ძირითად აქცენტებს გაამახვილებს რეგიონული უსაფრთხოების თემატიკაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაში, რომელიც გაიმართება ნიუ იორკში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი გენერალურ ასამბლეაზე თავის გამოსვლაში ძირითად აქცენტებს გაამახვილებს რეგიონული უსაფრთხოების თემატიკაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა და მაქსიმალურად გამოიყენებს ტრიბუნას, რომ საქართველოს წინაშე არსებული პრობლემები და ის გამოწვევები, რაც არის განპირობებული ოკუპაციისგან, იყოს განსაკუთრებული აქცენტის ქვეშ.

„ასევე, აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს პარალელურ ღონისძიებებში, რომელიც დაგეგმილია ასევე წელს და გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც. უნდა აღინიშნოს, რომ დაგეგმილია ასევე ორმხრივი შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რომელშიც მე მივიღებ მონაწილეობას. გენერალური ასამბლეა არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს გამოჩენილი იმ პოზიციიდან, რომელიც ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვან როლსა და ფუნქციას განაპირობებს“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ღარიბაშვილი ნიუ იორკს 20-25 სექტემბერს ეწვევა.