დავით ზალკალიანი - ნატო-ს ხანმოკლე სამიტზე არც ერთი პარტნიორი ქვეყანა არ არის მიწვეული, ვერაფრით მივიღებ შენიშვნას, თითქოს ჩვენ რაიმე დავაკელით
დავით ზალკალიანი - ნატო-ს ხანმოკლე სამიტზე არც ერთი პარტნიორი ქვეყანა არ არის მიწვეული, ვერაფრით მივიღებ შენიშვნას, თითქოს ჩვენ რაიმე დავაკელით

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილს უწოდებს 14 ივნისის ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სახელით მომზადებულ ინტერპარტიულ განცხადებას.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს აქვს მოლოდინი, რომ სამიტზე შესაბამისად იქნება ასახული ის პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიმართულებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა სამიტში საქართველოს მონაწილეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ღონისძიება არის ხანმოკლე, ორსაათ-ნახევრიანი ფორმატის და პარტნიორი ქვეყნების დასწრებას არ ითვალისწინებს. ის ასევე სპეკულაციას უწოდებს ოპოზციის ბრალდებას, რომ საქართველო სამიტში დიპლომატიური უწყების უმოქმედობის გამო არ მონაწილეობს.

„ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არც ერთი პარტნიორი ქვეყანა ამ მოკლე სამიტზე არ არის მიწვეული. ვერაფრით მივიღებ შენიშვნას, თითქოს ჩვენ რაიმე დავაკელით. ეს არის თავიდანვე განსაზღვრული მოკლე სამიტი, მოსამზადებელი შემდგომი დიდი სამიტისთვის.

მთავარი მაქსიმალური მიზანი, რაც არის ამ სამიტთან მიმართებით, იყო იმ პროგრესის ასახვა, რომელიც ქვეყანას აქვს და ეს მიზანი მიღწეულია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი