დავით ზალკალიანი - მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს კეთილდღეობას და მშვიდობას ვუსურვებთ
დავით ზალკალიანი - მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს კეთილდღეობას და მშვიდობას ვუსურვებთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანს რესპუბლიკის დღეს ულოცავს. დავით ზალკალიანის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

„გულითადად ვულოცავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარ აზერბაიჯანს რესპუბლიკის დღეს, ვუსურვებთ ჩვენს მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს კეთილდღეობას და მშვიდობას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.