დავით ზალკალიანი - მივესალმებით ევროკავშირ-აშშ-ის ერთობლივ განცხადებაში გამოხატულ ნებას, მიმართონ ძალები რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ აგრესიის წინააღმდეგ
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით წერს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
„მივესალმებით ევროკავშირ-აშშ-ის ერთობლივ განცხადებაში ჩვენი პარტნიორების მიერ გამოხატულ ნებას, მიმართონ ძალები რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის წინააღმდეგ.
ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსა და მისი რეფორმების გზის მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრაცია და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ!“ – წერს დავით ზალკალიანი.