დავით ზალკალიანი - მივესალმები პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებას, ხელი მოაწერონ შეთანხმებას და გადადგან ნაბიჯი კრიზისის დასასრულებლად
დავით ზალკალიანი - მივესალმები პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებას, ხელი მოაწერონ შეთანხმებას და გადადგან ნაბიჯი კრიზისის დასასრულებლად

მივესალმები პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებას, ხელი მოაწერონ შეთანხმებას და გადადგან ნაბიჯი წინ კრიზისის დასასრულებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი „ტვიტერში“ წერს.

„მადლიერი ვარ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციისთვის. ევროკავშირი და აშშ ყოველთვის მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიული და სტაბილურ განვითარებას. საქართველოს მმართველი პარტია ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ შეუქცევადს ხდის“, – წერს ზალკალიანი.

ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გაიმართა.