დავით ზალკალიანი - მამუკა ბახტაძის ბაქოში ვიზიტი ახალ იმპულსს მისცემს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს
დავით ზალკალიანი - მამუკა ბახტაძის ბაქოში ვიზიტი ახალ იმპულსს მისცემს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის აზერბაიჯანში ვიზიტი ახალ იმპულსს მისცემს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ისივე თქმით, მამუკა ბახტაძის ბაქოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მოგეხსენებათ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ ერთად ვართ ჩართულები საქართველოს სტრატეგიულ პროექტებში, ინფრასტრუქტურულ-რეგიონულ პროექტებში. ბუნებრივია, გვექნება ყველა ამ პროექტზე საუბარი, ასევე ახალ შესაძლებლობებზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს აქვთ ურთიერთმხარდაჭერის საკმაოდ მაღალი დონე ყველა საერთაშორისო ფორმატში და ორმხრივ ურთიერთობებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს დელეგაციის შეხვედრებისას ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იქნება.