19-21 იანვარს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან, სეიმის სპიკერთან, ვიქტორია სმილიტე-ნიელსენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან.
ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალს და ლიეტუვაში ემიგრირებული ქართველი ოფიცრის, დათიკო მაჭავარიანის საფლავს.