დავით ზალკალიანი ლიეტუველ კოლეგას, გარბიელიუს ლანდსბერგისს ესაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლიეტუველ კოლეგას, გარბიელიუს ლანდსბერგისს ესაუბრა. ამის შესახებ ზალკალიანი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
„მქონდა კონსტრუქციული საუბარი ჩემს კოლეგასთან. საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ლიეტუვა იყო ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი. საქართველო განაგრძობს იმ პრინციპების ერთგულებას, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მიზნების ასრულებისკენ თანმიმდივერულ სვლას,” – ნათქვამია ზალკალიანის განცხადებაში.
აღნიშნულ სატელეფონო საუბარზე წერს ლიეტუვას პირველი დიპლომატიც. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი, რომლსაც ამყარებს ურყევი დემოკრატიული არჩევანი და აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება თანამშრომლობა, რათა ეს მიზნები რეალობად იქცეს.
Constructive conversation W my colleague @GLandsbergis 🇱🇹 has been t/ strong supporter of 🇬🇪’s European & Euro-Atlantic aspirations since 🇬🇪’s #Independence. 🇬🇪 remains committed to the principles that ensure consistent progress towards our goals. https://t.co/b3gtJow73k
— David Zalkaliani (@DZalkaliani) February 22, 2021