დავით ზალკალიანი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩს ესაუბრა
დავით ზალკალიანი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩს ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩს ესაუბრა.

უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის გამორჩეულ მეგობრობას და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ლატვიის ურყევ მხარდაჭერას.

„საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას მინისტრებმა აღნიშნეს ვითარების დეესკალაციისა და კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვეს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რასაც ქვეყანამ მიაღწია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.

მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც ითანამშრომლონ, როგორც აღნიშნულ საკითხებზე, ასევე ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისა და სხვა აქტუალურ რეგიონალურ, თუ საერთაშორისო საკითხებზე. მინისტრებმა გამოთქვეს მაღალ დონეზე ვიზიტების გაცვლის სურვილი“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.