დავით ზალკალიანი კვიპროსელ კოლეგას შეხვდა
დავით ზალკალიანი კვიპროსელ კოლეგას შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კვიპროსელ კოლეგას, ნიკოს კრისტოდულიდესს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებმა ვრცლად ისაუბრეს ორ ქვეყნას შორის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კვიპროსს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას.

საუბრისას მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების საკითხებში არსებულ გამოწვევებზეც. დავით ზალკალიანმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ამასთან, დიპლომატებმა განიხილეს საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც. საუბარი შეეხო პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის სექტორის გაძლიერების მნიშვნელობასაც.

საქართველოს დელეგაცია, მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, აშშ-ს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში სტუმრობს. ვიზიტი 2021 წლის 26 სექტემბერს დასრულდება.

დატოვე კომენტარი