დავით ზალკალიანი – ხმა მივეცი თბილისის ევროპულ ქალაქად გარდაქმნას, დარწმუნებული ვარ, მოქალაქეები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ

12:38, 30.10.2021

ხმა მივეცი თბილისის ევროპულ ქალაქად გარდაქმნას, დარწმუნებული ვარ, მოქალაქეები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ხმა მივეცი ქვეყნის შემდგომ აღმშენებლობას, ჩვენი ქალაქის განვითარებას. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი, სერიოზული პროექტები განხორციელდა, ეს ხელშესახებია და თანამოქალაქეები ამას ამჩნევენ. ამ პროექტების განგრძობითობას და თბილისის ევროპულ ქალაქად გარდაქმნას მივეცი ხმა. დარწმუნებული ვარ, მოქალაქეები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი